მარადჟამს შემწყნარებლობა

ადამიანის სიყვარული

დათრგუნე შენში სიჯიუტე და კაცთმოყვარე იყავ, რათა აღარ დარჩეს გული, რომლითაც შენ არ დაინტერესდები და დახმარების ხელს არ გაუწვდი! სიკეთეს სიკეთითვე მიაგე. შენდამი მინდობილი გულების მიმართ სულგრძელი იყავ. უარისმყოფელებსაც კი ლბომიერად მოეპყარი, რათა მათში შუღლისა და ბოროტების გრძნობა განქარდეს. შენ კი მუდამ მესია იყავ!

სიავეს სიკეთით მიაგე. ყურადღება არ მიაქციო მას ვინც უტაქტოდ გეპყრობა, ყოველი ადამიანი თავის ხასიათს საქციელით ავლენს. შენ აირჩიე შემწყნარებლობის ჭეშმარიტი გზა და უზნეოთა მიმართაც კი სულგრძელი იყავ! მოყვარის სიყვარული მტერთან მტრობა ჯიუტი გულის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა. თუ კი შენი გული ყველასადმი სიძულვილს მოუცვია, ეს ეშმაკისგან შეპყრობილი გულის ან უგუნურობისა და სიგიჟის უტყუარი ნიშანია. გიყვარდეს ადამიანი, გახდი კაცობრიობის საოცრება!

ფრთხილად! არასოდეს გახდე სიძულვილის მონა, ვინაიდან ის ვინც სიძულვილის გავლენის ქვეშაა სიბნელითაა მოცული და უიღბლოა. ეს კი უფრო სწორად რომ ვთქვათ, პიროვნების სრულ განადგურებას ნიშნავს. საკუთარი თავის მიმართ მკაცრი, ხოლო სხვების მიმართ კი ლმობიერი იყავ!

ყურადღება მიაქციე მათ მანერებსა და საქციელს, ვინც ცდილობს სხვები შეგაყვაროს და რომელთაც შენს დასანახავად სათნოდ ეპყრობა. არ დაგავიწყდეს, რომ შესაძლოა იგივე კრიტერიუმები გახდეს შენი შეყვარებისა თუ მოწონების მიზეზი.

ადამიანებს იმ სიმართლით მოეპყარი, რა სიმართლითაც ისინი გეპყრობიან. საზოგადოებასა და ადამიანთა თვალით გულში მისთვის განკუთვნილი ადგილისა და მათ მიმართ ქცევის აწონ-დაწონით შეიძლება შევაფასოთ თუ რა ხდება. ერთი წამითაც კი არ მოიქცე უსამართლოდ! და ადამიანთა შორის ადამიანი იყავ! იცოდე, რომ თუ ადამიანს, რომელსაც სულში კარგად აქვს გამჯდარი შენთვის ცუდის გაკეთება ეს დაუფიქრებლობისა და უძლურობის გამო კი არა, დაბალი სულის გამო ჩაიდინა და აუცილებლად მიმართე ღვთიურს, რომელიც გულს აგიჩქროლებს და თვალზე ცრემლს მოგვრის.

იმისათვის, რომ ადამიანებს უყვარდე და პატივს სცემდე ღმერთისათვის გიყვარდეს და თუ კი სიძულვილი გახდება აუცილებელი, ღმერთისათვის შეიძულე და ყოველთვის ღვთისადმი გულღია ადამიანი იყავ!

*საზომი და გზის მანათობელი გვ. 108-111 (სტატია დაწერილია 1984 წლის ნოემბერში)

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.