• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულაჰ გიულენმა New York Times-ში წერს: ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ რეპრესიული პროგრესის საპირისპიროდ შემობრუნებას შეძლებენ

ფეთჰულაჰ გიულენმა New York Times-ში წერს: ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ რეპრესიული პროგრესის საპირისპიროდ შემობრუნებას შეძლებენ

ფეთჰულაჰ გიულენმა New York Times-ში წერს: ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ რეპრესიული პროგრესის საპირისპიროდ შემობრუნებას შეძლებენ

ფეთჰულაჰ გიულენმა New York Times-ში სტატია დაწერა. აშშ-ის მსოფლიოში ცნობილმა პრესტიჟულმა გაზეთმა, გიულენის სტატია სათაურით ″თურქეთის მდნობი დემოკრატია″ მიმოხილვის გვერდზე გამოაქვეყნა.

New York Times-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია რომელიც გაზეთის საერთაშორისო გამოცემაშიც უნდა დაიბეჭდოს გიულენი, ″ჩემის ჩათვლით 'ჰიზმეთის' ბევრმა მოხალისემ, 2005 წელს დაწყებული განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ხელისუფლების ბევრ სხვა პოლიტიკასაც მხარს ვუჭერდით. სამწუხაროდ, კორუფცია და ავტორიტარული ტენდენციების მიმართ დემოკრატიული გზით ჩვენი აზრის გამოვხატვამ, ჩვენ კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლი გაგვხადა.″-განაცხადა მან.

ფეთჰულაჰ გიულენის მიერ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია შემდეგია:

″თურქეთის მდნობი დემოკრატია...

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთის მდგომარეობას რომ ვხედავ, ეს ჩემში ძალიან დიდი იმედგაცრუებას იწვევს. ბოლო დრომდე თურქეთი, ძალაუფლების დაყოფის, გენდელური თანასწორობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, არამუსლიმანების და ქურთი მოქალაქეების უფლებების ღირსეულად დაცვის მხვრივ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სხვა მუსლიმანური ქვეყნების შესაშური ქვეყანა იყო. მმართველმა პარტიამ (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) AKP-მ ეს დადებითი პროცესი საპირისპიროდ წარმართვისა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სამართალისა და თავისუფალი მეწარმეობის მიმართ თავისი ქმედებებით როგორც ჩანს ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

მოქმედი მმართველები, არჩევნებში გამარჯვების საფუძველზე ისე აჩვენებენ თავს, თითქოს აბსოლუტურად ყველაფერს დომინირებენ. მაგრამ არჩევნებში გამარჯვება, კონსტიტუციის იგნორირებას ან და ოპონენტების დაშინების უფლებას არ იძლევა, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს ყველაფერი მხარდამჭერთა კაპიტალიზმითა და მედიის ხელისუფლებაზე მორჩილებით არის აშენებული. AKP-ს ლიდერები ახლა მათ მიმართ გაკეთებულ ყველა დემოკრატიულ კრიტიკას როგორც სახელმწიფოს მიმართ თავდასხმას ისე აჩვენებენ. ყველა მაკრიტიკებელ ხმას მტრად, უფრო მეტიც ქვეყნის მოღალატეებად მოიხსენიებენ და ქვეყანა ტოტალიტარული რეჟიმისკენ მიჰყავთ.

სასამართლო და მედია ხელისუფლების დამაბალანსებელი ელემენტები უნდა იყვნენ

ასეთი რეპრესიული ქმედებების უკანასკნელი მსხვერპლი, ზოგიერთი დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლები, მენეჯერები და რედაქტორები გახდნენ. ახლო წარსულში სასამართლო სისტემაში და კანონებში შეტანილმა ცვლილებებმა დაკავებები და სასამართლოს წინაშე წარდგენა შესაძლებელი გახადა. დეკემბრის თვეში დაკავებული ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის მენეჯერი ჯერ კიდე გისოსებს მიღმაა. საჯარო მოხელეები რომლებიც კორუფციული ბრალდებებს იძიებდენ, მოვალეობის შესრულების გამო ზოგიერთი სამსახურიდან დაითხოვეს ზოგიც დააპატიმრეს. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება და მედია, ხელისუფლების უფლებამოსილების დარღვევის საწინააღმდეგოდ დაბალანსების ელემენტად ჩამოყალიბდა. ასეთი შევიწროებით მმართველი პარტიის საპირისპიროდ ვინც აღმოჩნდება ცილისწამებით, სანქციებითა და უფრო მეტიც უსაფუძვლო ბრალდებებით მიზნობრივად ასეთი შთაბეჭდილების დატოვებას ცდილობს.

თურქეთის მმართველები, არა მარტო დასავლეთს შორდებიან, ამავე დროს ქვეყანას ახლო აღმოსავლეთშიც ავტორიტეტს აკარგვინებენ. თურქეთმა რეგიონში დადებითი ზეგავლენა რომ მოახდინოს ეს მხოლოდ მის ეკონომიკაზე კი არა, მის ჯანსაღ დემოკრატიაზეც არის დამოკიდებული.

დევნის საწინააღმდეგოდ საკუთარი აზრის გამოხატვა დემოკრატიული უფლებაა

როგორც კანონის უზენაესობა და პიროვნების თავისუფლებაზე პატივისცემა, მომუშავე დემოკრატიის მთავარი ქვაკუთხედია, ასევე ალლაჰის მიერ ჩვენზე ნაბოძები ყველაზე მთავარი ისლამური ღირებულებებია. არცერთ პოლიტიკურ ან და რელიგიურ ლიდერს ამ უფლებების ადამიანებისგან ჩამორთმევის უფლება არავითარ შემთხვევაში არა აქვს. ზოგიერთი თეოლოგები, მმართველი პარტიის ზეწოლასა და კორუფციაში ჩართვას, რელიგიური საბაბით თავის მართლების გზას ეძებენ ან და ზოგიერთებიც მომხდარზე საერთოდ ხმას არ იღებენ, ეს ძალიან სამწუხაროა. რელიგიური სიმბოლოებისა და რიტორიკის გამოყენებლები, პირები რომლებიც თავიანთი რწმენის მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან, თეოლოგებისგან ასეთ ერთგულებას არ იმსახურებენ.

დევნის საწინააღმდეგოდ საკუთარი აზრის გამოხატვა დემოკრატიული უფლება, მოქალაქეობრივი მოვალეობა და მორწმუნეთათვის რელიგიური ვალდებულებაა. წმინდა ყურანში ნათქვამია, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ნუ გაჩუმდებით: ″ეი მორწმუნენო! სიმართლის მხარდამჭერნი და მხოლოდ ალლაჰისთვის სიმართლის მოწმენი იყავით, ეს თუნდაც თქვენი, თქვენი მშობლებისა და ახლო ნათესავების წინააღმდეგ იყოს.″

50 წლის განმავლობაში, მოძრაობა ″ჰიზმეთის″ სახელით ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობა რომელსაც მილიონობით წევრი და მის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი ჰყავს და ამ მოძრაობის ნაწილი რომ ვარ ამისათვის თავს ბედნიერ და იღბლიანად ვთვლი. მოძრაობის წევრები რელიგიათაშორის დიალოგში, საზოგადოებრივ სამსახურში და საქველმოქმედო საქმეებში თავდადებული, ადამიანების ცხოვრების შემცვლელი განათლების ხელმისაწვდომობაში დიდი წვლილის შემტანი თურქეთის მოქალაქეები არიან. რაოდენობით ათასამდე, 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი და სეკულარულ-თანამედროვე განათლების მიმცემი სკოლები, სასწავლო ცენტრები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაარსეს. მოძრაობაში მოხალისეთა შორის არიან მასწავლებლები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები.

მმართველი პარტიის მხრიდან ჰიზმეთის მოხალისეებზე ზეწოლის მოსახდენად მუდმივად გამოყენებული გამონათქვამები, მათი ავტორიტარიზმის გასამართლებლად გამოყენებული მიზეზია და მეტი არაფერი. ჰიზმეთის მოხალისეებს არც პოლიტიკური პარტია დაუფუძნებიათ და არც პოლიტიკური ამბიციები ჰქონიათ. ამ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად, გარეგნულად კი არა შინაგანად და თავიანთი მოტივებით არიან დაკავშირებული.

ჩემი ცხოვრების ბოლო 50 წელი მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და ალტრუიზმის მსგავსი ღირებულებების რჩევაში გავატარე. განათლებას, საზოგადოებაზე მომსახურებას და რელიგიათაშორის დიალოგისკენ ყოველთვის ხელი შეუწყე. ჭეშმარიტი ბედნიერება სხვების გაბედნიერებაში ძებნით და სხვა ადამიანებზე მომსახურებით ალლაჰისთვის მორჩილების გამოხატვა ამ გზებით ვეძებე. თუ ვინმეს ჩემი გავლენით ჩემზე რაიმეს მოწერა უნდა, ყოველთვის სათნო ადამიანების განვითარებისთვის ხელშწყობით განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განვითარებისკენ მოუწოდე. პოლიტიკური ამბიციები კი არასოდეს არ მქონია.

″ჩემის ჩათვლით 'ჰიზმეთის' ბევრმა მოხალისემ, 2005 წელს დაწყებული განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ხელისუფლების ბევრ სხვა პოლიტიკასაც მხარს ვუჭერდით. დღევანდელი კრიტიკის მსგავსად, მაშინდელი მხარდაჭერაც პრინციპეპსა და ღირებულებებში იყო. ხელისუფლების პოლიტიკა რომელიც საზოგადოებაზე ღრმა გავლენას ახდენს ჩვენი აზრის გამოთქმის თან უფლება და თან მოვალეობაა. სამწუხაროდ, კორუფცია და ავტორიტარული ტენდენციების მიმართ დემოკრატიული გზით ჩვენი აზრის გამოვხატვამ, ჩვენ კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლი გაგვხადა. ჰიზმეთის მოხალისეებმა და პირადად მე, სიძულვილის ენის, მედიის საშუალებით ცილისმწამებლური კამპანიების და სამართალდამცავთა მხრიდან დაუცველი დავრჩით.

მოხალისეების დისკრიმინაცია მიუღებელია

როგორც საზოგადოების ყველა ფენაში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებშიც და კერძო სექტორშიც ჰიზმეთის მიმდევრები არიან. ეს ადამიანები რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, კანონებს, დაწესებულებაში სადაც ისინი მუშობენ იქაური კანონებისა და ძირითადი მორალური პრინციპების დაიცავის შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების ჩამორთმევა და ჰიზმეთის იდეის ტარების გამო მათი დისკრიმინაცია მიუღებელია. საზოგადოების რომელიმე ნაწილის აღრიცხვა და მათი საფრთხედ დანახვა შეუწყნარებლობის ნიშანია.

ნუ გეგონებათ რომ AKP-ს ზეწოლის მსხვერპლი მხოლოდ ჩვენ ვართ. მშვიდობიანი გარემოს მომიტინგეები, ქურთები, ალის მიმდევრები, არამუსლიმანები და მმართველი პარტიისგან განცალკევებული ზოგიერთი სუნიტი მუსლიმანები ყველა ჯგუფმა ამ პოლიტიკისგან თავისი წილი მიიღო. ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი სრულად თუ არ ამოქმედდა, ვერავინ და ვერცერთი დაწესებულება მთავრობის რისხვას ვერ გადაურჩება. რომელი რელიგიური აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს, მოქალაქეებს შეუძლიათ საყოველთაო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ირგვლივ გაერთიანება და გაერთიანდნენ უნდა კიდეც და ვინც ამ უფლებებს დაარღვევს მათ მიმართ დემოკრატიული გზით წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეძლონ.

თურქეთი ამჟამად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა თითქმის თაროზეა შემოდებული. ქვეყნის მმართველების მხრიდან ამ ავტორიტარულ რეჟიმს ბოლო რომ მოეღოს ამას ვიმედოვნებ და ამაზე ვლოცულობ. წარსულში თურქმა ხალხმა არჩევნებით მოსულ და დემოკრატიული გზიდან გადასულ მმართველებზე უარი თქვა. ვიმედოვნებ, ქვეყნის მომავალის შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კანონიერ და დემოკრატიულ უფლებებს კიდევ ერთხელ გამოიყენებენ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.