მომავლის ხუროთმოძღვრები

მოაზროვნეები, რომლებიც მყოფადს ქმნიან და აღორძინებენ, ის იღბლიანები არიან, რომლებიც საკუთარ სულში ყოფიერების არსს ჩასწვდნენ. ამ ჭეშმარიტების მღაღადებელთა შინაგანი სამყარო იდუმალია, ისინი საკმაოდ უფერული და შეუმჩნეველი არიან; ამიტომაც ის, ვინც ამ მოაზროვნეებს წუთისოფლის ბრწყინვალებაში ეძიებს, მუდამ მოტყუებული და იმედგაცრუებული რჩება.

გარეგნულად მწუხარენი, მათ სულში კი ათასგვარი საკმევლის სურნელი ტრიალებს. ძნელია უამბო მათი წყლის შროშანის სინატიფის მქონე კანზე და მათი  ჟასმინის სურნელოვნების შესახებ მათ, ვინც ამ ადამიანების ყოფას არ იზიარებს. “ვინც არ შევა, ვერ გაიგონებს, ვინც არ იგემებს, ვერ გაიგებს”. ეს უმძიმესი ტვირთი და ფუჭი შრომაა....

ვინც არ იცის, თუ რა არის სახელი და დიდება, იგი არ დახარბდება სამსახურსა და თანამდებობას. სულში ანთებული მარადისობის ცეცხლის გამო თვალი ზედმეტზე არ გაურბით. მათი სული სანთელივით დნება; ქვეყანას ნათელი ეფინება, მაგრამ მათ თვალები ერთი სხივითაც კი არ სარგებლობენ. “გზის გაკეთება ჩვენზე იყოს, თავისუფლად კი სხვებმა იარონ; ჯაფა და შრომა ჩვენზე იყოს, ხოლო ნადავლი სხვებმა მიიღონ...” განა შესაძლებელია, ასე რამდენიმე სიტყვით გადმოსცე ის გამოცანა, რასაც მათი არსი ეწოდება?...

მათ არ ახასიათებთ მოჩვენებითობა და თვალთმაქცობა.... არც მაღალი მაჰფილი და დიდებული კათედრა სჭირდებათ თავისი გრძნობებისა და ფიქრების მოსათხრობად. შინაგანი გრძნობები მათ სახეზე ირეკლება, ეს მათთვის თხრობის ყველაზე ამაღლებული, ყველაზე გულწრფელი გზაა.
მათი მაღალი არსი საგნისა და მნიშვნელობის “შენადნობია”. ისინი არასოდეს შეეწინააღმდეგებიან საკუთარ ბუნებას. მათი სხეული მთლიანად ქარგის სინატიფესა და არსის განკარგულებაშია.

ამტანი არიან და წყენა არ იციან. სიძულვილისა და მრისხანების მეტეორები მათი მიმტევებლობის ატმოსფეროს ეჯახებიან და მის მწველი და მხურვალე ჰაერში უკვალოდ ქრებიან. იუნუსის სიტყვებით რომ ვთქვათ, “მოძალადის წინაშე უხელო, მაგინებლის წინაშე უენო და გულგრილი არიან”. როდესაც გულგრილს ვამბობთ, უგულო არ გეგონოთ; მათ სულში ბუდობს ათას ერთი სევდისა და ათას ერთი სიხარულის გამოცანა.
საკუთარი ნეტარების მიმართ უცხო და უანგარო არიან. ისინი აგრძელებენ წინასწარმეტყველურ მისიას და უფრო მეტად სხვების ნეტარებითა და ტკივილით აღვსილი არიან და სხვებისთვის არსებობენ.

მტკიცე და შეუპოვარი არიან. რაოდენ სიკეთსაც არ უნდა გადააწყდნენ, გზას მაინც არ შეიცვლიან. მათი აზრით, თანამდებობა მოჩვენებითი ტახტრევანია, წოდება - ყინულზე ამოტვიფრული წარწერა, სიმდიდრე კი ქარიშხლის მოტანილი ნაფოტები.
უჭკნობი სილამაზით აღტაცებულთ სამოთხის ჰურებიც კი თვალს ვერ მოსტაცებენ და მზერას ვერ დაუბინდავენ. წუთისოფლის სამკაულები მათ თვალზე გადაკრულ ლიბრად მიაჩნიათ.

ყველაზე მეტად რაც სძაგთ, პატივი და დიდებაა. სახელის მოსახვეჭად ატეხილ ჩხუბს _ კომედიად, დუელს კი _ დონკიხოტობად მიიჩევენ. მათ ეს წოდება ზეციური სამყაროდან მიიღეს, “სული უფალს მიუძღვნეს”, ამიტომაც მათ არ სჭირდებათ არც ნობელის პრემია, არც გაზეთებში რეკლამა. არ სჭირდებათ კი არა, ნებისმიერ მცდელობას სახელისა და ჯილდოს მოსაპოვებლად ადამიანის არსის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად და მის დაკნინებად მიიჩნევენ.

ზნეკეთილი არიან: მათი სული ნათელია, გრძნობები - წმინდა, ფიქრები კი სამოთხეა, სადაც ოსტატობა და სიმშვიდე ერწყმის. მათთან მყოფი ნეტარებას ეზიარება. მათგან დაშორებული კი სიმშვიდესაც შორდება.

მათი სული თავისუფალი და უდრტვინველია. ამაოება მათ ვერ დაიმორჩილებს. უფრო მეტიც, მათი ლოზუნგი ღვთისადმი მონობაა. “ღვთის მონად ვიქეცი, ღვთის მონად... ყოველი მონა ბედნიერია, როდესაც თავისუფლებას ეღირსება. მე კი შენ დაგემონე და ნეტარებას ვეწიე.” (მევლანა) – ეს სიტყვები მათი სულის თავისუფლებისა და მონობის დესტანია. სურვილი მათ ფიქრებს ვერ წაბილწავს, ვნება მათ სამყაროში ფეხს ვერ მოიკიდებს. მათი ღამეები დილის სიწმინდეშია, მათი დღეები კი სამოთხეს ჰგავს.

დიდი ხანია სულიერად ტანჯული და განადგურებული ანატოლიელები ამ სულის ხუროთმოძღვრებს ელიან. ძნელია თქვა, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი. მაგრამ ჩვენ იმედის ნამცეცსაც არ დავკარგავთ, მისი ამობრწყინების ჰორიზონტისკენ მზერამიპყრობილნი, ღვთისადმი ვედრებას განვაგრძობთ...

დაე, მან ჩვენი გულისა და სულის დანგრეულ ბჭენი აღადგინოს და ამისათვის დიდხანს არ გვალოდინოს.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.