ზომიერება მიმტევებლობაში

ყველა საკითხში თავშეკავებულობა და ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიმტევებლობის საკითხში გულის ზომიერებაშიც წონასწორობის დაცვაა საჭირო. არ მინდა პრეტენზია ქონდეს ჩემს თვალსაზრისს მაგრამ ამგვარ რამეს მაინც ვიტყვი: რატომღაც გვჯერა, რომ მიმტევებლობის საკითხში გაწონასწორებულნი ვართ. მიმტევებლურად მოქცევაზე საუბარიც კი დაუშვებელია იმგვარი ქცევების შემთხვევაში რომელთა შედეგებიც საზიანოა ჩვენი ისტორიისათვის, ეროვნული, სულიერი ფასეულობებისა და წინსვლისათვის. არსებითად ამჟამადაც ნათელია თუ რა შეიძლება ეპატიოს და რა არა ჩვენი დღევანდელობისა და უკეთესი მომავლისათვის. ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება უფრო გაერთიანდება და იმ წონასწორობას უეჭველად მიაღწევს. მაგრამ ჩვენ რაც გვმართევს არის ის, რომ ამ დემოკრატიულ გარემოში, ჩვენ როგორც ერთსულოვანმა საზოგადოებამ საკამათო და ცალკეული საკითხების განხილვას უნდა მოვერიდოთ და ის საკითხები წამოვწიოთ წინა პლანზე რომელიც საზოგადოებას აკავშირებს.

თანაც არავის არა აქვს სხვისი განსჯის უფლება. საკუთარ პრობლემებს შესაძლოა თავი შევწიროთ მაგრამ როდესაც საზოგადოების უფლებას ინდივიდუმებს ვაპატიებთ ეს უკვე საზოგადოების წინაშე ჩადენილი უსამართლობაა. დიახაც მე შესაძლოა ჩემი ფული იქნება თუ ტანისამოსი სხვას მივცე ეს თავგანწირულობა იქნება მაგრამ საზოგადოებისათვის კუთვნილი საფულე, მთელი ერის ბიუჯეტი და საზოგადოების უფლებები სხვას, რომ გადავცე, თითქოს სასიკეთოდ გამოჩნდება მაგრამ თავისი არსით მაინც უსამართლობა იქნება.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.