• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფილიპინების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: მიანდეთ თქვენი შვილები თურქულ სკოლებს

ფილიპინების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: მიანდეთ თქვენი შვილები თურქულ სკოლებს

ფილიპინების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: მიანდეთ თქვენი შვილები თურქულ სკოლებს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი თურქული სკოლები რომლის დახურვასაც თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, იმ ქვეყნებში სადაც სკოლები ფუნქციონირებენ, ქვეყნის განათლების სამინისტროები მათ შექებას აგრძელებენ. ფილიპინებში მოქმედი თურქული კოლეჯები რომლებიც თითით საჩვენებელნი არიან, თან განათლების ხარისხით, თან კულტურათაშორის დიალოგში შეტანილი წვლილისთვის განათლების სამინისტროსგან დადებითი შეფასება მიიღეს.

განათლების მინისტრის არმინ ლუისტროს მიერ შექებულმა თურქულმა სკოლებმა ერთი შექებაც დედაქალაქ მანილის განათლების დირექტორისგან დაიმსახურა. თურქული სკოლების ოფიციალური პირების მიღებისას მინისტრმა ლუისტრომ, თურქული სკოლების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა და ყურადღება თურქული ენის ოლიმპიადაზეც გაამახვილა. მანილის განათლების დირექტორმა ალმედამ აღნიშნა რომ, ″მშვიდად შეგიძლიათ ბავშვები თურქულ სკოლებს მიანდოთ″.

ფილიპინების განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ლუისტროს მიერ მიღებულ სტუმრებს შორის იყვნენ, Fountain საერთაშორისო თურქული სკოლების გენერალური მენეჯერი მალიქ გენჯერი, Pacific დიალოგის ფონდის პრეზიდენტი ჯიჰანგირ არსლანი და ფილიპინების საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალის პასუხისმგებელი მერვე ოზქანი. ასევე მათ თან ახლდა მალინის განათლების დირექტორი ალმედა.

დელეგაციის წევრებმა, თურქულ სკოლებთან ერთად საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალის შესახებაც მინისტრ ლუისტროს ინფორმაცია მიაწოდეს. უფრო ადრე ″ჩემი ქვეყნის ყველა კუთხეში სკოლები გახსენით, კანონის ფარგლებში რისი გაკეთებაც შესაძლებელია მზად ვარ დაგეხმაროთ.″განცხადებით მინისტრმა ლუისტრომ თურქულ სკოლებს ღია ჩეკი მისცა. ასევე შეხვედრისას თურქული სკოლების საქმიანოაზეც ისაუბრეს. ფილიპილენმა მინისტრმა, საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალით ძლიან დაინტერესდა და დელეგაციისგან ამ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია აიღო.

ფერტივალს სამინისტროც დაესწრება

ფესტივალი რომელიც ფილიპინებში 3 მარტს გაიმართება ფილიპინების განათლების სამინისტრო როგორც პარტნიორი დაესწრება. მინისტრმა ლუისტრომ, ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის ორგანიზებისთვის რაც გვევალება ყველაფერს მაქსიმალურად შევასრულებთ. მინისტრმა არმინ ლუისტრომ თურქული ენის ოლიმპიადაც შეაქო და აღნიშნა, რომ განსხვავებული ენის,რწმენისა და კულტურის ადამიანების ასეთ ღონისძიებაზე თავშეყრა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს.

თურქულ სკოლებს შექება მანილის განათლების დირექტორმა ლუიზ ს. ალმედამაც არ მოაკლო და აღნიშნა რომ, თურქულ სკოლებს სრულიად ენდობა. ალმედამ, ფილიპინელ ოჯახებს, ″თქვენ მშვიდად შეგიძლიათ ბავშვები ამ ხალხს მიანდოთ″.-აღნიშნა მან.

შეხვედრისას Fountain საერთაშორისო თურქული სკოლების გენერალურმა მენეჯერმა მალიქ გენჯერმა, მინისტრ ლუისტროს თურქული კულტურის ამსახველი ტიტებით მოტიფრული საჩუქარი გადასცა.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.