• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულლაჰ გიულენი Le Monde-ში წერს: მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ

ფეთჰულლაჰ გიულენი Le Monde-ში წერს: მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ

ფეთჰულლაჰ გიულენი Le Monde-ში წერს: მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ

ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ფეთჰულლაჰ გიულენი, ექსტრემიზმსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და მუსულმანებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის და აღნიშნავს რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს და ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანებს ზიანს აყენებს და მუსულმანების წინააღმდეგ არასწორ წარმოსახვას უფრო აღრმავებს.

ფეთჰულლაჰ გიულენი გაზეთ Le Monde-ს დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს: "ჩვენ როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ, რომ ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და განათლების დაბალი დონის გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი ხომ არ გახდა?"

გიულენის თქმით, ევროპელმა მუსულმანებმა რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში მეტად უნდა იაქტიურონ. "არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ".

როგორც გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატიის შესავალშია ღნიშნული, გიულენი მეცნიერების დიდი მხარდამჭერი, დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი, რელიგიათაშორისი დიალოგის მომხრე და "მოძრაობა ჰიზმეთის" ლიდერია. ის წარსულში ერდოღანთან ახლო კავშირში იყო, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ ყველაზე დიდი ოპონენტი გახდა - ნათქვამია სტატიაში.

პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ფეთჰულაჰ გიულენმა Le Monde-ში სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "მუსლუმანებო, ჩვენი რწმენის კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ"

სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

ჭეშმარიტი რწმენის განზომილება ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა

"ისლამური სახელმწიფოს"(ISIS) და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი შემზარავი სისასტიკის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ამ დაჯგუფებების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელებისას, თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიების მუსულმანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდ მუსლუმანის მსგავსად ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობა, ერთის მხრივ კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან გადასარჩენაა, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისათვის მუშაობაა.

სიტყვებითა და სიმბოლური დატვირთვით თეორიულად ერთგვარი სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას შეეცდებით, მაგრამ ამ სავარაუდო იდენტობის დამტკიცებას, მხოლოდ ძირითად ფასეულობებზე ერთგულებით დაამტკიცებთ. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ლოზუნგებითა და ტანისამოსით არ განიზომება, მთელი მსოფლიოს რელიგიების უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება და ყოველი ადამიანის უმწიკლოებისა და მგრძნობიარე პრინციპების შენარჩუნებაა.

ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობაა, ტერორისტების მიერ გავრცელებული ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა და შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნების მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგი მოქალაქეები, გასულ დღეებში ბეირუთში დაღუპული შიიტი მუსულმანი ლიბანის მოქალაქეები, ერაყში ანალოგიური ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული სუნიტი მუსულმანი მოქალაქეები, პირველ რიგში ყველანი ადამიანები არიან. ყველა ის ადამიანი რომელიც ტკივილს განიცდის, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა ჩვენ თუ მათ თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ და მხარში არ ამოუდგებით ცივილიზაციის პროგრესი შეუძლებელია.

მუსულმანებმა შეთქმულების თეორიებს თავი უნდა დაანებონ და უნდა დაფიქრდნენ

"ჩვენ როგორც მუსლუმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიების უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ, რომ ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმის მიმართ მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების და განათლების დაბალი დონის გამო, ჩვენი საზოგადოებისგან ტოტალიტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობისა და მენტალიტეტის ჩამოუყალიბლებობის გამო, სასოწარკვეთილ და უიმედობაში ჩავარდნილ ადამიანებს სხვა გზების ძებნის საფუძველი ხომ არ მოვუმზადეთ?

ტერორის დაგმობა საკმარისი არ არის

პარიზში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტები რელიგიასთან არანაირ კავშირშია და როგორც თეოლოგების, ასევე რიგითი მუსულმანების მხრიდან უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. თუმცა ამ მომენტისათვის დაგმობა და უარყოფა უკვე საკმარისი არ არის. მუსულმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო. ტერორისტების მიერ გადაბირების მცდელობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მთელი საზოგადოების მომცველი პროექტების შემუშავებაა საჭირო.

ჩვენს საზოგადოებაში უფსკრულის პირას მყოფი ახალგაზრდები დროულად უნდა დავაფიქსიროთ და სახიფათო თავგადასავლების ძიებაში ხელი შევუშალოთ, ოჯახებს კონსულტაცია გავუწიოთ და სხვა მხარდასაჭერი მომსახურების ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვართ, იმ ქვეყანაში აქტიური ჩართულობით იმ მაგიდას უნდა მივუჯდეთ სადაც ანტი-ტერორისტული გეგმები მუშავდება და საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი უნდა გამოვხატოთ. ჩვენს ახალგაზრდებს დემოკრატიული გზებით აზრის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. დემოკრატიული ღირებულებების სკოლის ასაკიდანვე სწავლებას მომავალი თაობის ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ისტორიის მანძილზე, ასეთი ტრაგედიების შემდეგ გადაჭარბებულ რეაქციებს ჰქონია ადგილი. მუსულმანების საწინააღმდეგო, ანტი-რელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მუსულმანი მოქალაქეების მიმართ სრულიად უსაფრთხოდ მოპყრობა, მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოქალაქეებს მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრების სურვილი აქვთ. არასასურველი პირობების მიუხედავად მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ.

ჩვენ მუსულმანებმა, ამ შემთხვევაში ჩვენი ისლამური გაგება, პრაქტიკა და ჩვენი საუკუნის პირობები და თავის დროზე გაკეთებული ინტერპრეტაციის ფონზე თვალი უნდა გადავავლოთ და საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ. ეს, ტრადიციული ისლამისგან დაშორებას არ ნიშნავს, პირიქით არასწორი გზისკენ შესაძლებელი გადახვევის გაცნობიერებას და მათგან განვთავისუფლებით ჩვენი წინამორბედის მსგავსად მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის (მუჰამმედ შუამავლის მიერ გაკეთებული) სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს.

რწმენის რადიკალურ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ

რელიგიური წყაროებიდან წინანდელი მეთოდების ამოჭრას და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად გაკეთებულ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ. მუსულმანმა სწავლულებმა, ექსპერტებმა და ინტელექტუალებმა რელიგიურ წყაროებზე დაყრდნობით გამაერთიანებელ მიდგომას ხელი უნდა შეუწყონ. გასულ საუკუნეებში რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს თვალი გადავავლოთ. რწმენის ძირითად საფუძველებზე დაუფლება დოგმატიზმს არ ნიშნავს. მუსულმანებს ერთ დროს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება ჰქონდათ, ამის ისევ აღორძინება რელიგიის სულიერების დაცვით შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ძალადობის გამავრცელებელ რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ამგვარად შევძლებთ.

ცივილიზაციები კი არა, ადამიანური ცივილიზაცია ბარბაროსობას ებძვის

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახების თეზისის გაჟღერებას მწუხარებით ვაკვირდები.ეს პირველად ვინც გამოავლინა, ინტუიციით გამოავლინეს თუ გარკვეულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მე ეს არვიცი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. ეს მკვეთრად მინდა გამოვხატო: ის რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუსულმანებმა პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობაუნდა მიიღონ

ჩვენ, როგორც მუსულმანი მოქალაქეები, ჩვენი პასუხისმგებლობაა როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ პრობლმების მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. მუსულმანების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს მთელი კაცობრიობის მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრებისთვის წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რელიგიური ყველა კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენს ცხოვრებაში როგორც სათნო ინდივიდები მაგალითის მიცემით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციების უარყოფითა და მათგან გამიჯვნით, ამ საკითხებმა ახალგაზრდებზე ზეგავლენა, რომ არ იქოინოს ფრთხილად უნდა ვიყოთ. დემოკრატიული ღირებულებების შესახებ განათლების ადრეულ ასაკში მიცემით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.