• მთავარი
  • ინფორმაცია
  • ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

ფეთჰულაჰ გიულენი: “ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები თუ დამტკიცდება, მზად ვარ თურქეთში დავბრუნდე“

მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით ადგილი ჰქონდა მის უახლოეს ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას, როდესაც ქვეყანა დადგა სრული კატასტროფის წინაშე. 15 ივლისის ღამეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უდიდესი ტერორისტული თავდასხმა თურქეთის სახელმწიფოებრიობაზე. თურქული საზოგადოება, რომელიც მიიჩნევდა, რომ მის ისტორიაში სამხედრო გადატრიალებები უკვე წარსულს ჩაბარდა, საზოგადოების თითოეული ფენით მტკიცედ დადგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ რითიც მსოფლიოს აჩვენა, რომ ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება ალტერნატივა არ გააჩნია. პირადად მეც დავგეგმე გადატრიალების მცდელობა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი ჯერ არ იყო აღკვეთილი.

ამ საშინელი აქტის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ პატივცემულმა რეჯეფ ერდოღანმა პირადად მე დამადანაშაულა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაირკვეოდა მოვლენის დეტალები და მისი ჩადენის მოტივები, მეტად დამაფიქრებელია ჩემი დამნაშავედ მყისიერი გამოცხადება. ჩემთვის, რომელსაც გადატანილი აქვს ბოლო 50 წლის განმავლობაში თურქეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებათა ყველა საშინელება, ერთობ შეურაცხმყოფელია ჩემი დადანაშაულება ასეთ რამეში.

მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებებს. მე 17 წლის განმავლობაში, საკუთრი სურვილით ვცხოვრობ განმარტოებაში ამერიკის ერთ-ერთ პატარა სოფელში. ის მოსაზრება, რომ თითქოს მე შევძელი დამერწმუნებინა მსოფლიოს სიდიდით მერვე არმია იმაში, რომ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება საკუთარი ხელისუფლების წიაღმდეგ, აშკარად ვერანაირად ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და შესაბამისად, ამ მოსაზრებამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით.

თუკი იმ პირთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში და საკუთარ თავს თვლიან ჩემი იდეოლოგიის მიმდევრებად, მე ვთვლი, რომ მათ აშკარად ვერ გაიგეს ჩემი მოძღვრების არსი და უღალატეს ჩემს პრინციპებს, რომლებსაც მე მთელი ჩემი ცხოვრება მტკიცედ ვიცავ. მათმა ქმედებებმა ასიათასობით ადამიანის ცხოვრებაში დიდი უბედურება მოიტანა.

შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ის ნაწილი, რომელიც ერთდროულად სამხედრო გადატრიალებების მოხმრეა და ამავე დროს გააჩნია სიმპათიები ჰიზმეთ-ის მოძრაობის მიმართ (რასაც მე გამოვრიცხავ), არ შეიძლება გაიგივდეს მთელ მოძრაობასთან. მათ ქმედებებს უზენაესი განსჯის.

ყველა ინდივიდი, ჩემი ჩათვლით, თანასწორია კანონის უზენაესობის პრინციპის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, უნდა იყვნენ დასჯილნი კანონის მთელი სიმკაცრით. თუმცა საეჭვოა თურქულმა სამართლის სისტემამ, რომელიც სერიოზული პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მე ვემხრობი საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომლის გადაწყვეტილებებსაც სრულიად გავიზიარებ დავეთანხმები, რაც მე არაერთხელ აღმინიშნავს კიდეც.

ჩვენი მოძრაობის მიმდევრებს 50 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ერდოღნის მიერ გამოყენებულ ტერმინს-“კუდიანებზე ნადირობას“ აქაც გამოვიყენებთ-ამისდა მიუხედავად მათ არ მიუმართავთ ქუჩის გამოსვლებისათვის და არ დაპირისპირებიან სამართალდამცავ ორგანოებს. მოძრაობა ჰიზმეთ-ი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში გახდა სისტემატური სიძულვილისა და სახელმწიფოს მიერ დევნის ობიექტი, მხოლოდ კანონის ფარგლებში რჩებოდა და კანონიერი გზებით ცდილობდა საკუთარი პოზიციებისა დაუფლებების დაცვას.

სახელმწიფო აპარატი ხსენებული სამი წლის განმავლობაში ავითარებდა იმ მოსაზრებებს, რომ თითქოს მე-ერთი ინდივიდი ვახორციელებდი კონტროლს მთელ უსაფრთხოებისა და სასამართლო სისტემაზე და შევქმენი „პარალელური სახელმწიფო“. ასეთი რამ კი თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში არ მომხდარა. ხელისუფლება შეეცადა 2013 წლის კორუფციის სკანდალის ფარგლებში ბიუროკრატიული სისტემის იმ რიგი თანამშრომლების სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებას, რომლებიც მე მემხრობოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ დადო ვერც ერთი ღირებული მტკიცებულება ყოველივე ზემოხსენებულის დასადასტურებლად, მის ამგვარ მცდელობას შედეგად მოჰყვა 4000 პირის დაკავება, ათიათასობით პირის სამსახურებიდან დათხოვნა, ასობით ორგანიზაციისა თუ კომპანიის არაკანონიერი გზით გაუქმება.

თურქეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ერდოღანი, რომელიც 2013 წლის მაისის თვეში ჩემთან შესაძლებელ შეხვედრას აფასებდა როგორც ციდან მოვლენილ დიდ წყალობას, კორუფციის სკანდალის უკვე ჩვენი მოძრაობის წევრების მიმართ ისეთ ტერმინებს იყენებდა, როგორებიცაა „სისხლის მსმელი ვამპირები“ და სხვა მსგავსი სიძულვილის ენის ტერმინოლოგია.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდგომ პერიოდში კი ასეთმა სიძულვილის ენამ კიდევ უფრო რადიკალური ფორმა მიიღო. თურქეთის ხელისუფლება მე და ჰიზმეთის მოძრაობას მოიხსენიებს ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა “ვირუსები და კიბოს უჯრედები, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურებაც აუცილებელია“.

ის ასიათასობით პირი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ოდესმე დახმარებია ჩვენს მოძრაობას, ხელისუფლების მიერ წარმოჩენილ არიან როგორც არაადამიანები. ხდება მათი ქონების კონფისკაცია, საბანკო ანგარიშების გაყინვა და პასპორტების ჩამორთმევა, რათა მათ ვერ შეძლონ ქვეყნის დატოვება. ასიათასობით ოჯახი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ და თამაშდება ფართო მასშტაბების მძიმე ადამიანური დრამა.

90 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო, მათ შორის 21 000 მასწავლებელს შეუჩერდა ლიცენზია. ეს ადამიანები, რომლებიც უკვე ვერ ახდენენ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებას და ამასთანავე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, როგორც ჩანს ხელისუფლების მიერ შიმშილისთვის არიან განწირული. ნუთუ არსებობს განსხვავება თურქეთის ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკასა და გენოციდის წინა ჭონისძიებებს შორის, რასაც ადგილი ჰქონდა ისტორიის მანძილზე?

პირადად მე, მომსწრე გავხდი ყველა სამხედრო გადატრიალებისა და ისევე როგორც მთელმა ნაციამ, მეც განვიცადე იმ უარყოფითი მოვლენების შედეგები. 1971 წლის 12 მარტის სამხედრო ხუნტის მმართველობის გადაწყვეტილებით მე დამაპატიმრეს. 1980 წლის 12 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კი მიიღეს ჩემი დაკავების გადაწყვეტილება რის შედეგაც 6 წლის განმავლობაში მიმალვაში ვიმყოფებოდი. 1997 წლის 28 თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი მე წამეყენა ბრალდება, რომელიც შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული: „ერთი პირისგან შემდგარი უიარაღო ტერორისტული ორგანიზაცია“ და რის საფუძველზეც მოითხოვეს ჩემდამი სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდება.

სამხედრო მმართველობის პერიოდებში ჩემ მიმართ სამჯერ იქნა საქმე აღძრული „ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერობის“ ბრალდებით. ყველა ჩამოთვლილი ბრალდებების გაბათილება შევძელი კანონიერი მეთოდებით. მე, რომელიც ვიყავი ამ ტიპის ბრალდებების ადრესატი სამხედრო მმართველობის პერიოდში, დღესდღეობით უკვე იმავე ბრალდებებს გაცილებით უფრო უკანონო ფორმებით მიყენებს ავტორიტარული პოლიტიკური მმართველობა.

წარსულში თავიანთ სწორ წამოწყებებში მე მხარს ვუჭერდი და ახლო ურთიერთობებს ვამყარებდი ისეთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების სახელმწიფო ლიდერებთან, როგორებიც იყვნენ თურგუთ ოზალი, სულეიმან დემირელი და ბიულენთ ეჯევითი. მათგან განსაკუთრებული აღიარება დავიმსახურე ჰიზმეთის მოძრაობის გამო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ თურქული საზოგადოების მშვიდობიანი განვითარებისა. მიუხედავად იმისა, რომ მე დისტანციას ვინარჩუნებ პოლიტიკური ისლამის დოქტრინისგან, მაინც მხარს ვუჭერდი ერდოღანისა და მისი პარტიის მიერ მათი მმართველობის საწყის პერიოდებში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

ამასთნავე, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში სამხედრო მმართველობის ჩართვისა. 22 წლის წინ მე განვაცხადე, რომ „დემოკრატიასა და ლაიციზმის პრინციპებს ალტერნატივა არ გააჩნია“. დღეს კი ისინი, ვინც აღნიშნულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა საკუთარი რადიკალური რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე ხელისუფლებაში ყოფნისას იმავე პრინციპებისადმი მტრობაში მე მადანაშაულებენ. მე დღესაც იმავე პრინციპების ერთგული ვრჩები.

40 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დაწერილი პუბლიკაციებისა და ქადაგებების საფუძველზე 70-ზე მეტი წიგნია გამოცემული. აღნიშნული გამოცემებიდან არ ერთში არ მოიძებნება სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მომწოდებელი თუნდაც უმცირესი ფრაზაც კი. პირიქით, ჩემს წერილებში მხოლოდ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს ესმება ხაზი.

თურქეთის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის კულტურის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ხელისუფლების მიერ ხალხისადმი ანგარიშვალდებულების პრინციპებზე გადის. არც სამხედრო გადატრიალება და ავტორიტარული პოლიტიკური მმართველობა არ არის ის ხაზი, რომელსაც უნდა მიჰყვეს თურქეთი.

სამწუხაროდ, ისეთ პირობებში, როდესაც ოპოზიციური მედია საშუალებები ან დაუხურა, ან მოხდა მათზე სრული კონტროლის დამყარება, თურქი საზოგადოება უდიდესი პროპაგანდისტული გავლენის ქვეშ იმყოფება და მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ყოველივე ამის შედეგად დაიჯერა კიდეც, რომ მე ვარ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი. საერთაშორისო საზოგადოება კი, რომელიც უფრო ობიექტურად აფასებს მოვლენებს ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამო, მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა, არამედ ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიუკერძოებელი გამოძიება. მე და ათიათსობით ადამიანი, რომლებიც ამგვარი მძიმე ბრალდებების ადრესატები გავხდით, ყველანაირ საშუალებას მივმართავთ, რათა გავაბათილოთ ჩვენდამი წაყენებული ბრალდებები. ჩვენ არ გვსურს ვიცხოვროთ ისეთ პირობებში, როდესაც უმძიმეს დანაშაულში გვედება ბრალი.

სამწუხაროდ, 2014 წლის შემდგომ, როდესაც თურქული სამართლის სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშაა მოქცეული, რთული იქნება დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ამიტომაც მე ვთავაზობ თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას სრულ თანამშრომლობას პროცესის ობიექტურად გამოძიებაში. მე მოვითხოვ შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც ობიექტურად გამოიძიებს სახელმწიფო გადატრიალების ყველა დეტალს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემდამი წაყენებული ბრალდებების მეათედიც დამტკიცდება, მე მზად ვარ დავბრუნდე თურქეთში და პასუხი ვაგო კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენი მოძრაობა და მისი მიმდევრები მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, სადაც ისინი ეწევიან საქმიანობას 25 წლის განმავლობაში, იმყოფებიან დაკავირვების ქვეშ იმავე სახელმწიფოთა ხელისუფლებებისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან და ისინი აქამდე არ ყოფილან შემჩნეული არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ამიტომაც, სახელმწიფოთა უმრავლესობა ვერ ხედავს ჩვენს საქმიანობაში ვერანაირ საფრთხეს და ამაში ისინი სრულიად მართლები არიან.

ჰიზმეთ-ის მოძრაობის უმთავრესი მახასიათებელია პოლიტიკური ამბიციების არქონა და ისეთი საკითხების მოგვარების მცდელობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებათა ჰარმონიულ განვითარებას. იმ პირობებში, როდესაც ისლამური სახელმწიფოების უმრავლესობაში მძვინვარებს ტერორიზმი და რადიკალიზმი რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჩვენი მოძრაობა ცდილობს აღზარდოს თაობები, რომელთათვისაც უმთავრესი იქნება განათლება და დიალოგი, როგორც ცხოვრების ძირითადი პრინციპები.

მე ყოველთვის ვაცნობიერებდი იმ ფაქტს, რომ ისლამური სამყაროს მთავარი პრობლემა იყო განათლების არქონა, რადიკალიზმი და სოციალური უთანასწორობა და ამიტომაც ჩემს მიმდევრებს გამუდმებით შთავაგონებდი იმას, რომ მთავარია არა მეჩეტებისა და ყურან კურსების აგება და დაარსება, არამედ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა და განათლების ფართო მასებში შეტანა.

ჰიზმეთ-ის მოძრაობის მიმდევრები არა მხოლოდ თურქეთში, არამედ აზიისა და აფრიკის კონტინენტების ჩათვლით 160 ქვეყანაში ეწევიან საქმიანობას განათლების, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. მოძრაობის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ იგი ცდილობს ემსახუროს არა მხოლოდ მუსულმანებს, არამედ ყველა რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს. ჩვენ დავაარსეთ გოგონათა კოლეჯები პაკისტანის ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში, ვეწეოდით საგანმანათლებლო საქმიანობას ცენტრალური აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც მძვინვარებდა სამოქალაქო ომები. მაშინ, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია “ბოკო-ჰარამ“-ი ნიგერიაში ასობით გოგონას მძევლად იყვანდა, ჩვენ იქ დავაარსეთ გოგონათა კოლეჯები. მე ვცდილობდი მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისათვის საფრანგეთში და ფრანგულენოვან სამყაროში ზოგადად, რომლებიც იბრძვიან რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის აღვზარდოთ მუსულმანთა ისეთი თაობები, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოს ეცოდინება მათი დადებითი თვისებების თუ მიღწევების და არა რადიკარური მიდრეკილებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეში ჩავიგდე თავი, გამუდმებით ვგმობდი ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებებს, როგორებიცაა “ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“.

აღნიშნული ორგანიზაციები სახელს უტეხენ ისლამს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ისინი რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ჩითვლებიან მუსულმანებად. თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება კი, რომელმაც უდიდესი წნეხის ქვეშ მოაქცია ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი შეხება ტერორსა და ძალადობასთან, ამის პარალელურად აუქმებს მათ მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ასევე მოითხოვს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისაგან რომ მათაც იგივე ზომები მიიღონ ჩვენ მიერ იმ ქვეყნებში დაარსებული სასწავლებლების მიმართ.

მე მივმართავ ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებებს, სადაც ჰიზმეთ-ის მოძრაობის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებია გახსნილი, უარყონ თურქეთის ხელისუფლების დაუსაბუთებელი და ირაციონალური მოთხოვნები.

თურქეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჰიზმეთ-ის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და გააუქმა ის სკოლები, დაწეებულებები, საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც მოძრაობის მიმდევრების მიერ იყო დაარსებული. იმ ათიათასობით ადამიანს შორის, რომლებიც ხელისუფლებამ დააკავა, არიან მასწავლებლები, მიზნესმენები, ექიმები, პროფესორები და ჟურნალისტები. ამასთანავე არ არსებობს უმცირესი მტკიცებულებაც კი, რომლის საფუძველზე ამ პირებს დაუმტკიცდებათ მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

პარიზის კულტურის ცენტრის დარბევა და დაწვა, დასაკავებელი პირების ნაცვლად მათი ოჯახების წევრების მძევლად აყვანა, ჯანრთელობის პრობლემების მქონე ჟურნალისტების დაკავება, რასაც შედეგად ერთერთის გარდაცვალება მოჰყვა, 35 საავადმყოფოსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის გაუქმება, 1500 აკადემიური პერსონალის იძულება დაეტოვებინათ სამსახურები-ყოველივე ამის დაკავშირება სახელწიფო გადატრიალებასთან წარმოუდგენელია და ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს მიზანში ამოიღოს მოძრაობა ჰიზმეთ-ის მიმდევრები და მათი სახით გზიდან ჩამოიშოროს ყველა ის, ვინც არ ეთანხმება მას. „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით თურქეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის-წამების ჩათვლით.

15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარუმატებლად დასრულება და ამაში თურქი ხალხის მიერ უდიდესი წვლილის შეტანა თურქეთში დემოკრატიული პროცესის შეუჩერებლობის უმთავრესი მაჩვენებელია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება არ არის საკმარისი დემოკრატიის პრინციპის დასაცავად. არც უმცირესობის და არც უმრავლესობის აბსოლუტური ძალაუფლება, არც არჩეული ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრა არ არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა. კანონის უზენაესობა, ძალათა ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები-ეს ის უმთავრესი პრონციპებია, რომელთა არარსებობის შემთხვევაში დემოკრატიაზე საუბარიც კი ზედმეტია.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.