ფეთჰულაჰ გიულენმა სულთანაჰმეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა სულთანაჰმეთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო

ჩვენ არაერთხელ გვინახავს ტერორიზმის სისასტიკე,12 იანვარს კი მათი სამიზნე სტანბული გახდა, რითაც კიდევ ერთხელ ვნახეთ ტერორის მახინჯი სახე. თურქეთში ტურისტების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას კატეგორიულად ვგმობ.

ახლო მომავალში მალიში, ბეირუთში, პარიზში, ეგვიპტესა და ბაღდადში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. განხორციელებული ყველა თავდასხმის მსგავსად ამ ტერორისტულ აქტსაც ისტორია, ისე გაიხსენებს როგორც კაცობრიობის გულში ჩარტყმული ხანჯალი.

საზარელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს და განსაკუთრებით გერმანელ და პერუელ ხალხს ვუთანაგრძნობ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შეგახსენოთ, რომ ტერორისტული თავდასხმა რა მიზეზითაც არ უნდა განხორციელდეს, ისლამურმა სამყარომ ყველა სახის ტერორიზმზე გულწრფელად უარი თქვას და თითქოს რელიგიის სახელით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ გამოვიდეს. ყოვლისშემძლე ღმერთს ვთხოვ ისეთ მსოფლიოში გვაცხოვროს სადაც მშვიდობა და სიმშვიდე იქნება. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ერთი ადამიანის მოკვლა, მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასია“.

მ.ფეთჰულაჰ გიულენი

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.