ბედნიერება

ბედნიერება ყველასათვის სანატრელი სატრფო და უმაღლესი მიზანია, რომლისათვისაც თავს სწირავენ. კაცთა შორის ერთსაც ვერ ნახავთ, ბედნიერება რომ არ სურდეს. მაშ რაღაა ნეტარება? აი, ყველაზე ძნელი კითხვა!..

ელინთა აზრით, სიყვარული და ტრფობაა; ცეზარის (კეისრის) აზრით, სახელი და დიდება; ფარაონის აზრით, ხელისუფლება და თანამდებობა; ქარუნის აზრით, ეს არის უთვალავი ქონებისა და სიმდიდრის ფლობა. თუმცა არც ერთი მათგანი არც ჭეშმარიტი ნეტარებაა და არც მისი გამომწვევი. ისინი, ვინც ჭეშმარიტ ნეტარებას ამ გზაზე ეძიებენ, მუდამ მოტყუებული და იმედგაცრუებული რჩებიან.

ადამიანი ნამდვილი ნეტარებას მაშინ ეწევა, როდესაც მის გონება გათავისუფლდება დაბნეულობისა და გაფანტულობისგან, როდესაც მისი გული რწმენასა და სიმშვიდეს მიაღწევს. ცდება ის, ვინც ნეტარებას ზღვის ნაპირზე, მთის მწვერვალზე, დაბურულ ტყესა და უკაცრიელ ყურეში ეძებს. რადგანაც უბრალო ხალხისთვის, რომელმაც არ იცის, როგორ მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე, ნებისმიერი ეს გზა მხოლოდ ნეტარების საშუალებას წარმოადგენს. მაგრამ ჭეშმარიტ სიმშვიდესა და ნეტარებას არც დრო სჭირდება და არც ნიადაგი. იგი ყველგან თან ახლავს ადამიანს, იგი არის ადამიანის სულიერ სინათლესა და თავისუფალ ნებას მიბარებული წმინდა სატრფო. ყოველ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია, ფრთაშესხმული სულით გასწიოს გულის უკიდეგანო სავანისკენ, თვალწარმტაც საყაროს მიაღწიოს და ნანატრი ბედნიერება მოიპოვოს. ამასთანავე გულის სალარო პირთამდე სავსე უნდა იყოს სუფთა ფიქრებით... როგორც ბოისს უთქვამს, “რა ბედნიერია ადამიანი, რომელსაც სულის სიღრმეში ასეთი ნიშა აქვს!..”
დიახ, იმისათვის რომ ბედნერი გახდე, საჭიროა სული სიკეთით აავსო, გული წმინდა აზრებით აღჭურვო, შემდეგ კი ერთად გაიაზრო წარსულის მოგონებები, და მომავლის სწორი და კეთილგონიერი იმედები, რათა ყოველივე ამის წყალობით შეძლო, წინ აღუდგე ბოროტებას... დაამუხრუჭო ავხორცი ვნებები და გააძლიერო ამამაღლებელი გრძნობები, ღირსეულად განვლო ცხოვრების ყოველი წამი. ზნეობრივი ცხოვრების ერთადერთი კანონი ხომ კეთილშობილური ღირსებაა. ხოლო ნეტარება, რომელსაც ჩვენ ვეძიებთ, არასდროს მდგარა კეთილშობილური ღირსებისგან განცალკევებით, მეტიც, იგი ღირსების შედეგი და ჯილდოა.

ერთადერთი, რაც ჩვენს სულს ფრთას შეასხამს და ფრენას შეაძლებინებს, ხოლო გულს მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებს, ეს არის ფიქრი შემოქმედის კეთილგანწყობაზე. კეთილშობილური ღირსების გარეშე კი ბედნიერებაზე ფიქრი აბსურდი და უაზრობაა.

ჩვენი ყოფისთვის ნეტარების მომტანი ერთადერთი არსება ზნეკეთილი და ბედნიერი იყო: იმდენად მტკიცე და ურყევი, რომ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არაფერი მიუღია შემოქმედის თანხმობის გარეშე; იმდენად პატიოსანი, რომ ყველაზე უმნიშვნელო საკითხშიც კი არავის მოქცევია უსამართლოდ; იმდენად ეტრფოდა ზეციურ სამყაროს, რომ მისთვის სიამოვნება არასდროს ყოფილა კეთილშობილურ ღირსებაზე უპირატესი; იმდენად გამორჩეული შემეცნებისა და წვდომის უნარი ჰქონდა, რომ არასდორს ემჩნეოდა ყოყმანი სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნის დროს. ადამიანის აზრების მიმართ ყოველთვის თავაზიანობას იჩენდა; მაგრამ არასდროს დასჭირვებია მათგან რჩევა-დარიგების მიღება. ყველაზე რთულ პრობლემებს საკმაოდ თავისუფლად აგვარებდა და გულგრილებსა და გზასაცდენილებს თვალის დახამხამებაში შესძენდა ღირსებასა და პატივს. მის აზრებში გვერდიგვერდ იყო  ჭკუა და სიბრძნე; იმ საკითხში, რასაც გონივრულად და სწორად მიიჩნევდა, მეტისმეტად მტკიცე და ურყევი იყო. იმდენად ღვთისნიერი და ნატიფი იყო, რომ ანგელოზებსაც კი შეშურდებოდათ მის მანერებსა და ქცევაში არსებული გამჭვირვალობის, მოქმედებაში სიმსუბუქისა და სიწმინდის. მისი მხურვალე და მწველი გარემო სიამაყესა და ამპარტავნებას თრგუნავდა. გაკიცხვას პასუხის გაუცემლად ითმენდა, არასდროს განიკითხავდა სხვას. ლაჩრობა მისთვის უცხო იყო, ისევე, როგორც ეჭვი და ყოყმანი, მას არასდროს გამოუჩენია სიმხდალე თანამოძმეთა წინაშე, მთელი ქვეყნის წინაშეც ასევე ფოლადივით მტკიცე იყო. მისი სამყოფელი, საწოლი, სამოსი და საკვები მეტისმეტად სადა და ღარიბული იყო. იგი განცალკევებით იდგა იმ საზოგადოებისგან, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა. მეგობრობაში იმდენად მტკიცე, რომ ბადალი არ ჰყავდა, ერთგულებაში იმდენად დიდსულოვანი, რომ ყველა მას ემადლიერებოდა...

ამით იყო იგი გამორჩეული და ღირსეული. და რამდენადაც ღირსეული იყო, იმდენად მშვიდი და ბედნიერი.

იმისათვის, რომ მისი სინდისივით სუფთა და წმინდა სინდისი გქონდეს, საჭიროა მისგან ავიღოთ მაგალითი და არ დავუშვათ იმ აზრებისა და ფიქრების წარყვნა, რომელშიც ჩვენი სული ირეკლება.

დიახ, თუ ჩვენ ამდენად ზნემაღალი გავხდებით, ეს ჩვენ ღირსებას შეგვმატებს და ჭეშმარიტ ბედნიერებას გვაზიარებს. და პირიქით, ნებისმიერი ნაკლი ეს იქნება ჩვენი ღირსების სამყაროში გაჩენილი ხვრელი, რომელიც შებღალავს ჩვენს ბედნიერებას. ისევე, როგორც წყლის სუფთად შენახვის ერთადერთი გზა ის არის, რომ მასში არაფერი არ უნდა ჩავაგდოთ და მის ამღვრევას მოვერიდოთ. ასევე სულის სიმშვიდე და ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რომ არასდროს დავრჩეთ კეთილშობილური ღირსების გარეშე.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.